მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობენ და დამნაშავეთა დასჯას მოითხოვენ - 13 ოქტომბერი 2018

ufleba.ge

არასამთავრობო ორგანიზაციებისაერთაშორისო ასოციაცია დაიცავი შენი წილი სამშობლო“ (თავმჯდომარე დარეჯან-დოდო გუგეშაშვილი) დაგლობალიზაციის პრობლემათა ცენტრი“ (ვიქტორ ცაავა) ხაშურის მუნიციპალიტეტში ტელეკომპანიარუსთავი 2-ისჟურნალისტებზე თავდასხმის, ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტს კატეგორიულად გმობენ, შესაბამისი ორგანოებისგან საქმის დროულ გამოძიებას და დამნაშვეთა დასჯას ითხოვენ.

ჩინეთის რკინიგზის 23- ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლების ქმედება, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა ყოვლად აღმაშფოთებელია. ჟურნალისტები საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და რეპორტაჟს ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდნენ.

აღსანიშნავია, რომ რკინიგზის 23- ბიურო მსგავს დარღვევებში უკვე მერამდენედ არის შემჩნეული. ამასთან, პერმანენტულად კითხვები ჩნდება კომპანიის მხრიდან დასაქმებულთა შრომითი უფლებების, მათ შორის შრომის უსაფრთხოების ელემენტარული ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით. 

ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანოებმა ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტი დროულად უნდა გამოიძიონ და დამნაშავეებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დააკისრონ. „ჩინეთის რკინიგზის 23- ბიუროს საქართველოს ოფისისსადავო საქმიანობა მთლიანობაში შესწავლის საგანი უნდა გახდეს“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ ეკა გაგუასა და ოპერატორ ლევან კალანდიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს- 2 პირი დააკავა.

ჩინეთის რკინიგზის 23- ბიუროსთანამშრომელი და თარჯიმანი პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებითა არიან დაკავებულები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანიარუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს.    

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია