მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 46,74 პროცენტი შეადგინა - 28 ოქტომბერი 2018

არჩევნების პირველადი შედეგები დაახლოებით 02:00 საათისთვის გახდება ცნობილი

ufleba.ge

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს 20:00 საათის მონაცემებით.

ცესკო-ს ინფორმაციით, დღის განმავლობაში კენჭისყრაში მონაწილეობა სულ მილიონ 637 956-მა მოქალაქემ მიიღო, რაც ქვეყანაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 46,74 პროცენტია.

ყველაზე მაღალი აქტივობა, 64,74 პროცენტი ქედაში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი მარნეულში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 36,47 პროცენტმა მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.

რაც შეეხება დედაქალაქს, ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, აქტივობამ თბილისში 45,4 პროცენტი შეადგინა.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, საერთო აქტივობის მაჩვენებელი დაახლოებით ასეთივე იყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. მაშინ კენჭისყრაში მონაწილეობა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 46,6 პროცენტმა მიიღო.

ცესკო-ს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები დაახლოებით 02:00 საათისთვის გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, საარჩევნო უბნებში ხმების დათვლა მიმდინარეობს.

„დაიხურა საარჩევნო უბნები. მიმდინარეობს ხმების დათვლა. მას შემდეგ, რაც უბანზე შემაჯამებელი ოქმი შედგება, მიეწოდება საოლქო საარჩევნო კომისიებს, ისინი შესაბამის პროგრამაში ატვირთავენ, ხოლო ოქმები შემდგომში დაუყოვნებლივ განთავსებული იქნება ცესკო-ს სპეციალურ ვებგვერდზე. ვვარაუდობთ, რომ საზოგადოებისათვის პირველადი შედეგების მიწოდა დაახლოებით 02:00 საათისთვის იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა მიქელაძემ.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE