მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კენჭისყრის საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება - 29 ოქტომბერი 2018

ufleba.ge

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში, კვირა დღეს ჩატარდება. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას განმარტებით, არჩვენების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების მაქსიმალური ვადა, კანონის მიხედვით, არჩევნების თარიღიდან 20 დღეა.

საკანონმდებლო თვალსაზრისით, როდესაც საუბარია მეორე ტურზე, ამას აქვს თავისი ვადები. მაქსიმალური 20-დღიანი ვადაა შეჯამებისთვის და შემდგომში, შეჯამებიდან ორი კვირის ვადაში კვირა დღეს ტარდება მეორე ტური“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

კანონის თანახმად, არჩევნებში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა 50 პროცენტზე მეტის მოგროვებას შეძლებს. თუ ვერცერთი კანდიდატი მხარდაჭერის ასეთ მაჩვენებელს ვერ მიიღებს, მაშინ მეორე ტური იმართება საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია