მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეული იქნება - 02 ნოემბერი 2018

"პირობა შევასრულეთ"

ufleba.ge

პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევა მოხდება, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა.

ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

განცხადება კანონპროექტის გაწვევის შესახებ სწორედ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

„მთავარი საკითხი იყო კანონპროექტი, რომელიც ეხება კანაფის კულტივაციას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა მსჯელობა გუნდში, გვქონდა მსჯელობა ასევე უმრავლესობის გუშინდელ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხდება კანონპროექტის გაწვევა. როგორც მოგეხსენებათ, იყო განსხვავებული პოზიციები გუნდის შიგნით. ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერ შემთხვევაში, მიღებული იქნებოდა ფართო კონსენსუსის საფუძველზე, ასევე აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა ეკლსიასთან შეთანხმებით, საზოგადოების ფართო კონსენსუსით. ეს პირობა შევასრულეთ“, – განაცხადა კობახიძემ.

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერებული იყო. საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ მარიხუანას მოხმარების შესახებ რეგულაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავდა.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE