მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
2018 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა - 09 ნოემბერი 2018

"ავტოსაგზაო შემთხვევებს 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 384 ადამიანი ემსხვერპლა, მიმდინარე წლის ცხრა თვეში კი – 342" 

ufleba.ge

2018 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შემცირებულია.

2017 წლის იანვარ-სექტემბერში 4436 ავტოსაგზაო შემთხვევა იყო რეგისტრირებული, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ეს მაჩვენებელი 4759-მდე გაიზარდა. მათ შორის, სიმთვრალით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 117-დან 133-მდეა გაზრდილი.

ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევებს 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 384 ადამიანი ემსხვერპლა, მიმდინარე წლის ცხრა თვეში კი – 342. ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შემცირებულია წინა წლებთან შედარებითაც.

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE