მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვეტერანები - კატეგორიულად ვგმობთ პრეზიდენტობის ქალბატონი კანდიდატისა და მისი შვილების მიმართ ნებისმიერ ძალადობას, შანტაჟს, მუქარას და სამხედო ძალით მანიპულირების მცდელობას - 13 ნოემბერი 2018

ufleba.ge

ომისა და სამხედრო ძალების არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცი კატეგორიულად გმობ და ემიჯნებ პრეზიდენტობის ქალბატონი კანდიდატისა და მისი შვილების მიმართ ნებისმიერ ძალადობას, შანტაჟს, მუქარას და სამხედო ძალით მანიპულირების მცდელობას. აღნიშნული ორგანიზაციები შეიკრიბნენ და ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

გვინდა, გამოვეხმაუროთ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილისა და მისი შვილების მიმართ განხორციელებული ძალადობის, სიცოცხლის ხელყოფის მუქარის აღმაშფოთებელ ფაქტს.

ქალბატონმა სალომემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო დღეებში, მას და მის შვილებს, გაეგზავნათ ესემეს ხმოვანი შეტყობინებები, რომლებშიც სიცოცხლის ხელყოფის მუქარა ნათლად იკვეთება.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი განმარტავს, მუქარა რეალურია, რამეთუ მისი ავტორები იდენტიფიცირებულნი არიან - ისინი გახლავთ ყოფილი სამხედროები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ნაციონალურ მოძრაობასა და მის მეთაურთან.

ომისა და სამხედრო ძალების არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია კატეგორიულად გმობ და ემიჯნებ პრეზიდენტობის ქალბატონი კანდიდატისა და მისი შვილების მიმართ ნებისმიერ ძალადობას, შანტაჟს, მუქარას და სამხედო ძალით მანიპულირების მცდელობას.

აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში დესტაბილიზაციის, სიძულვილისა და სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ, რის აღსაკვეთადაც, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა გზას მივმართავთ. რამეთუ ჩვენ, ვეტერანებმა, ვის მხრებზეც ქვეყნის უახლესი ისტორიის არა ერთმა ომმა და ძმათა შორის დაპირისპირებამ გადაიარა, ყველაზე უკეთ ვუწყით იმ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რის წინაშეც ჩვენი სახელმწიფო დგას!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE