მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - პროკურატურამ გამოიძიოს ყოფილი მთავარი პროკურორის სავარაუდო მონაწილეობა ბიზნესმენის ქონების იძულებით დათმობის პროცესში - 14 ნოემბერი 2018

დავით ადეიშვილი, რომელსაც ბრალი დასდეს  თაღლითობაში, თავად  აღმოჩნდა  ფინანსური პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან თაღლითობის მსხვერპლი

ufleba.ge

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, გამოიძიოს ბიზნესმენ დავით ადეიშვილის ქონების იძულებით დათმობის ფაქტზე საგამოძიებო მოხელეთა სავარაუდო დანაშაული.

მათ შორის, მნიშვნელოვანია, მთავარმა პროკურატურამ გამოკვეთოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის პასუხისმგებლობა როგორც უშუალოდ დავით ადეიშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში, ისე შემდგომში ამ დანაშაულის გამოძიების გაჭიანურებაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს დავით ადეიშვილის სამართლებრივ ინტერესებს. დავით ადეიშვილი იყო შპსლეონის“ 50% წილის მფლობელი და ამავე კომპანიის დირექტორი. კომპანია ეწეოდა საყოფაცხოვრებო  ტექნიკის მწარმოებელი რამდენიმე მოწინავე სავაჭრო კომპანიის (SONY,YAMAHA) საქონლის იმპორტისა და დისტრიბუციის ორგანიზებას. კომპანიის წლიური ბრუნვა შეადგენდა  დაახლოებით  3 მილიონ აშშ დოლარს.

2009 წლის 20 აგვისტოს გვიან ღამით დავით ადეიშვილის საცხოვრებელ სახლში გამოცხადდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსხურის ფინანსური პოლიციის  თანამშრომლები, რომლებმაც მას სთხოვეს, გაყოლოდა ფინანსურ პოლიციაში.  მისვლისთანავე ადეიშვილი დაკითხეს და წაუყენეს  ბრალად თაღლითობა, ხოლო შემდგომ - კრედიტის მოტყუებით  მიღება (სსკ-ის 208- მუხლი).

ფინანსურმა პოლიციამ, თაღლითურად, მოტყუების გზით, დავით ადეიშვილის ბიზნესპარტნიორის, ელგუჯა ელიაურის დახმარებით, რომელიც აღმოჩნდა ფინანსური პოლიციის იმჟამინდელი ხელმძღვანელის, დავით ქარსელიძის ნათესავი, მოტყუებით გადაიფორმა შპსლეონის“ 100% წილი.

დავით ადეიშვილი, რომელსაც ბრალი დასდეს  თაღლითობაში, თავად  აღმოჩნდა  ფინანსური პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან თაღლითობის მსხვერპლი. წაყენებული   ბრალდებები აბსურდული იყო თავიდანვე, საქმეში არ მოიპოვებოდა არათუ პირდაპირი, ირიბი მტკიცებულებაც კი.

მთელი 9 თვის განმავლობაში დავით ადეიშვილი არ აღიარებდა წაყენებულ ბრალს. ამის გამო, მასთან №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა ორი პიროვნება, რომლებიც დაემუქრენ მას, რომ თუ არ მოაწერდა ხელს საპროცესო შეთანხმებას, მის ორ ვაჟს შეუქმნიდნენ პრობლემებს.

საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დავით ადეიშვილის მიმართ წარმართულ უკანონო საგამოძიებო მოქმედებებს ხელმძღვანელობდა საქმის გამომძიებელი პროკურორი, ირაკლი შოთაძე, რომელიც შემდგომში დაინიშნა საქართველოს მთავარ პროკურორად.

მუქარა დავით ადეიშვილმა აღიქვა რეალურად, რის შემდეგაც მოაწერა ხელი საპროცესო შეთანხმებას  და გადაიხადა  ჯარიმა 30  000 ლარის ოდენობით.

2013  წლის 5 თებერვალს, დავით ადეიშვილის განცხადების საფუძველზე, .თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №010050413803 საქმეზე - საქმის გამოძიებისას საგამოძიებო მოხელეთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად  გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332- მუხლის I ნაწილით. პროკურატურაში 5 წელია, მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ დღემდე არავინ მიუციათ პასუხისგებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი  მიმართავს მთავარ პროკურატურას, დავით ადეიშვილი ცნოს დაზარალებულად, ხოლო მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება წარიმართოს ეფექტიანად, რათა პასუხისგებაში დროულად მიეცნენ დამნაშავე პირები.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანომ გამოკვეთოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის პასუხისმგებლობა როგორც უშუალოდ დავით ადეიშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში, ისე შემდგომში ამ დანაშაულის გამოძიების გაჭიანურებაზე“, - აღნიშნულია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია