მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ივანე მაჭავარიანი - ვალები გაუნულდებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ერთ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში 2 000 ლარამდე ვალი აქვთ გადაუხდელი - 19 ნოემბერი 2018

ეს არის წაგების შიშით მოტივირებული სასოწარკვეთილების ჟესტი

ufleba.ge

ვალების განულებაზე ინიციატივა ეხებათ მოქალაქეებს, რომლებსაც ერთ წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში 2 ათას ლარამდე ვალი აქვთ გადაუხდელი, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით მთავრობის ახალ ინიციატივაზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, ბანკებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ჩატარდა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, რის შემდეგაც შეთანხმება შედგა.

ეს არის ზუსტად მოწყვლადი კატეგორია, უპასუხისმგებლო დაკრედიტება, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს ვალი გროვდებოდა არა 10, 20 და 100 ათასი ლარის გაცემით, ეს ხდებოდა 300-500 და მაქსიმუმ 1000 ლარის ფარგლებში, სწორედ ამან გამოიწვია ჭარბვალიანობა.

შესაბამისად, .. შავ სიაში ამ კრიტერიუმებით მოხვდა 600 ათასი ადამიანი. ჭარბვალიანობის ძირითადი ბირთვი მათზე მოდის. ჯამში ჯარიმები და ძირი მილიარდ ნახევრამდე ლარია და ამ თანხას სრულად ფარავს ფონდიქართუ”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა გარანტია არსებობს, რომ ის ადამიანები, ვისაც სესხი გაუნულდებათ ვალს აღარ აიღებენ, მინისტრი აცხადებს, რომ სესხის დაკრედიტება უპასუხისმგებლოდ ხდებოდა, რაც ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ აღარ მოხდება.

„არ ხდებოდა ადამიანის შემოსავლების შემოწმება, ხდებოდა დრაკონულად დიდი ჯარიმებისა და დიდი პროცენტების დარიცხვა. შემოვიდა რეგულაციები, რასაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტება ჰქვია. ეს არის ამოსავალი წერტილი. დღეიდან ვერც საფინანსო ინსტიტუტები შეძლებენ ასე იოლად დაკრედიტებას და ვერც ფიზიკური პირები შეძლებენ ასეთი სესხების აღებას.

შესაბამისად, სუფთა ფურცლით იწყება ყველაფერი და შემდგომში პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს არამარტო საფინანსო ინსტიტუტმა, არამედ მსესხებელმაც. ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში აღებული სესხი, რომელიც უკვე ევროპული წესით იქნება დადგენილი, რამენაირად მოხდეს მისი გადაუხდელობა, ჩვენ ამას არ წავახალისებთ. ეს არის ერთჯერადი აქტი და მიბმულია იმასთან, რომ თამაშის წესები დიამეტრულად შეიცვალა”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

როგორც ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, საუბარი იმაზე, რომ 600 ათას მოქალაქეს, რომელიც ცუდი  გადამხდელია, ვალს უხდის ის, ვინც კარგი გადამხდელია, არის სპეკულაცია.

"მთავრობის როლი აქ იყო იმაში, რომ ჩვენ ეს საკითხი მწვავედ დავაყენეთ, ჩვენ ვეძებდით გზებს ამ საკითხის გადაჭრის. თუმცა საბოლოო ჯამში ამ საკითხის გადაჭრის ტვირთი სრულად იკისრა „ქართუმ“. მადლობა „ქართუს“ და მადლობა ბანკებს თანამშრომლობისთვის. ეს არ იყო იოლი, რამოდენიმე ათეული საფინანსო ინსტიტუტის ერთ მაგიდაზე თავმოყრა და შეთანხმების მიღწევა. თუმცა მათ ჩვეულებრივად გაყიდეს, ამ შემთხვევაში ეს მათთვის იყო ბიზნეს ტრანზაქცია, ხოლო „ქართუსთვის“ იყო სოციალური პასუხისმგებლობის აქტი”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ვალების განულების შესახებ მთავრობის ინიციატივა არის არჩევნების წაგების შიშით მოტივირებული სასოწარკვეთილების ჟესტი, – ამის შესახებერთიანი ნაციონალური მოძრაობისპრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებისხელისუფლება ცდილობს, ბანკების მიერ უიმედო სესხების ჩამოწერის რუტინული პროცედურა, რაც ყოველი წლის ბოლოს ხდება, ინიციატივად გაასაღოს.

არაფერი ინიციატივა ეს არ არის. ეს არის წაგების შიშით მოტივირებული სასოწარკვეთილების ჟესტი, რადგან ჩვენ ვთავაზობთ საბანკო სისტემის ძირეულ რეფორმას და .. ქართული ოცნების ხელისუფლება კიდევ ცდილობს, ის, რაც ხდება რუტინულად ყოველი წლის ბოლოს, გაასაღოს ინიციატივად. ბანკები ყოველი წლის ბოლოს ისედაც ჩამოწერენ ხოლმე უიმედო სესხებს. შარშან ჩამოწერეს 75 მილიონზე მეტი. არავითარი მილიარდ-ნახევარი არ იქნება .

დარწმუნებული იყავით, ეს არის ტრიუკი, სასოწარკვეთილება და სხვა არაფერი. ჯერ ერთი ამას გაასაღებენ და მეორეც ერთი, დიდი ბოდიში მომიხდია და თუ ასე ზრუნავენ საქართველოს მოქალაქეებზე, ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე ვიმყოფებით და შემოსავლებით სად ვიმყოფებით, მოგეხსენებათ. თუ ასე ზრუნავენ, მაპატიეთ, არჩევნები რაღა შუაში იყო მაშინ. არჩევნებამდე გაეკეთებინათ ეს ყველაფერი. ფული არ არისო რომ იძახდნენ, ახლა წაგების სუნი რომ დატრიალდა ჰაერში, ფულიც მოინახა და სურვილიც?

მაგრამ ეს არის სუფთა წყლის ბლეფი და რამენაირად თვითგადარჩენა. ჩვენ თუ გავაგრძელებთ ისე, როგორც ვაგრძელებთ და საქართველოს მოქალაქე დავტოვეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების უღელქვეშ, ეკონომიკას ჩამოვანგრევთ და ამის მაგალითი ჩვენს მოკავშირე ქვეყნებში ბევრჯერ იყო, როდესაც ფინანსური და საბანკო კრიზისი ანგრევდა ეკონომიკას. საქართველო ამ მიმართულებით მიდის ზუსტად, თუ არ მივიღეთ სასწრაფო ზომები. ამ ჩამონგრეულ ეკონომიკაში მოქალაქესთან ერთად, დარწმუნებული იყავით, ის ბანკებიც მოყვებიან, რომლებიც ახლა მევახშეებად და ლომბარდებად არიან გადაქცეულები და არანაირი კავშირი აღარ აქვთ ნორმალურ საფინანსო დაწესებულებებთან“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდქართუსმხარდაჭერით განხორციელდება.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია