მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ვეტერანები მშვიდობისთვის“ - ყრილობა ფილარმონიაში - 24 ნოემბერი 2018

"საზოგადოებაში არ უნდა არსებობდეს დაძაბულობა და კვლავინდებურად ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მშვიდობის, მათ შორის სამოქალაქო მშვიდობის საქმეში"

ufleba.ge

„ვეტერანები მშვიდობისთვის“-  ამ სლოგანით ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ყრილობა გაიმართა. შეხვედრაზე ქვეყანაში მშვიდობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო გარემომ და შემდგომმა პერიოდმა წყნარ ვითარებაში უნდა ჩაიაროს.

ვეტერანთა ნაწილი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჯარის პოლიტიზირება. მათი ნაწილი კი აღნიშნავს, რომ  მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს უჭერს.

ღონისძიება იმ არასამთვრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა, რომლებიც ვეტერანთა საკითხებზე მუშაობენ.

საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარე, თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი აცხადებს, რომ შეკრების თემაა "ვეტერანები სამოქალაქო მშვიდობისათვის".

"მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში არ უნდა არსებობდეს დაძაბულობა და კვლავინდებურად ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მშვიდობის, მათ შორის სამოქალაქო მშვიდობის საქმეში", – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?time_continue=69&v=YWeY12uC0UQ

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE