"შეღავათი შეეხება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილეებს, ამ ბრძოლებში დაღუპულების ოჯახის წევრებს და მარჩენალდაკარგულებს; ასევე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ავღანეთის ომის მონაწილეებს"
ufleba.ge
„საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას, მომავალი წლიდან 50%-იანი შეღავათით კიდევ 70 000-მდე მოქალაქე ისარგებლებს. როგორც „საქართველოს რკინიგზა“ იუწყებიან, შეღავათი შეეხება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილეებს, ამ ბრძოლებში დაღუპულების ოჯახის წევრებს და მარჩენალდაკარგულებს; ასევე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ავღანეთის ომის მონაწილეებს.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივა, ვეტერანებს დღეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეხვედრაზე, „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელმა, დაჩი ცაგურიამ გააცნო.
მისივე ინფორმაციით, პრემიერის ინიციატივას მთავრობა უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭო შესაბამის დადგენილებას 2018 წლის ბოლომდე გამოსცემს.