მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ქერჩის სრუტის მოვლენებთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას დღეს გამართავს - 26 ნოემბერი 2018

"უკრაინის პრეზიდენტმა 60-დღიანი საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ეროვნული უშიშროების სბაჭოს ინიციატივას მხარი დაუჭირა"

ufleba.ge

ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭო საღამოს საგანგებო სხდომას გამართავს. ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის მოქმედმა წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა .

უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა უკრაინამ და რუსეთმა მოიწვიეს. როგორც გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, მოსკოვმა სხდომა მოიწვია აზოვის ზღვაში სიტუაციის საშიში განვითარების გამო.

თავის მხრივ, უკრაინის წარმომადგენელი გაერო-ში ვლადიმერ ელჩენკო აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო მიმართა.

„პრეზიდენტ პოროშენკოს დავალებით, მივმართავთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს. აგრესორის თავხედური ქმედებების შეჩერება მხოლოდ კოორდინირებული ძალისხმევით არის შესაძლებელი’, -წერს უკრაინელი დიპლომატი „ტვიტერში“.

რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

უკრაინის პრეზიდენტმა 60-დღიანი საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ეროვნული უშიშროების სბაჭოს ინიციატივას მხარი დაუჭირა.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE