მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„დაიცავი შენი წილი სამშობლო“ - კატეგორიულად ვგმობთ პუტინის აგრესიას მოძმე უკრაინის წინააღმდეგ - 28 ნოემბერი 2018

ufleba.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო“ კატეგორიულად გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ორგანიზაცია საერთაშარისო თანამეგობრობას კონფლიქტში დროულად ჩარევისკენ და ოფიციალური კიევის სასიცოცხლო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს.

„პუტინის ხელისუფლება აგრძელებს ჩვენი მეგობარი უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის იმპერიულ პოლიტიკას. ამჯერად, ამ ყველაფერმა საშიში ფორმები უკვე შავ ზღვაზე მიიღო. რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტეში ორი უკრაინული კატერი და ბუქსირი დააკავეს. შედეგად 6 უკრაინელი მეზღვაური დაიჭრა. ქვეყნის პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.

„დაიცავი შენი წილი სამშობლო“ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ საერთაშარისო თანამეგობრობას, ორგანიზაციებს კონფლიქტში დროულად ჩაერიონ და ოფიციალური კიევის სასიცოცხლო ინტერესები დაიცვან. დღეს პუტინის რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის საზღვარი საქართველოსთან ერთად უკრაინაზეც გადის და გაუმაძღარმა იმპერიამ ყველსგან საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს. ჩვენ ამ რთულ დღეებში მოძმე უკრაინას გვერდში ვუდგავართ და სოლიდარობას ვუცხადებთ“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.  

 

 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE