მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პრემიერ-მინისტრმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა - 29 ნოემბერი 2018

"თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში"

ufleba.ge

საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის შემდგარი დემოკრატია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, მთავრობის მეთაური სალომე ზურაბიშვილის შტაბში იმყოფებოდა, სადაც დამოუკიდებელ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და მოპოვებული ნდობა მიულოცა, ხოლო ამომრჩეველს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ყველა ამომრჩეველს გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა, აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი. ამასთან ერთად, მე ისიც განვაცხადე, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში. საქართველოს აქვს უამრავი გამოწვევა, ჩვენს წინაშე არსებობს პრობლემები, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადავლახოთ და დავძლიოთ.

მე ამავე დროს, მივულოცე ქალბატონ სალომეს ის ნდობა, რაც მან მოიპოვა ჩვენი მოსახლეობისგან და წარმატებები ვუსურვე. საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები უნდა გატარდეს მუდამ. ჩვენს ეროვნულ ინტერესებში პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შედის საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

ამავე დროს, სწორედ ამ რიგის ამოცანა გახლავთ ის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე. ამისთვის ჩვენ გვჭირდება კონსოლიდაცია, ერთსულოვნება და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ამას აუცილებლად მივაღწევთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მოსახლეობას ასეთი აქტიურობისთვის",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

https://www.youtube.com/watch?v=-Yt0z1am_2E

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია