მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თიბისი ბანკის ინოვაციურმა პროექტმა - თი ბოტმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა - 04 დეკემბერი 2018

თიბისის ინოვაციურმა პროექტმა, თი ბოტმა, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურს The Payments Awards-ზე, საუკეთესო ალტერნატიული გადახდის პროექტის კატეგორიაში გაიმარჯვა.

The Payments Awards ფინანსური სექტორის ინოვაციებისა და მიღწევების კონკურსია, რომელიც ლონდონში იმართება. ინდუსტრიის წამყვანის სპეციალისტები ყოველ წელს კომპანიებს სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით აფასებენ. 

თი ბოტმა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული თი ტრანსფერის ფუნქციის წყალობით გაიმარჯვა best alternative payments project-ის კატეგორიაში.

თი ტრანსფერი არის თი ბოტის დახმარებით  მეგობართან საუბრის დროს,  მესენჯერის აპლიკაციიდან გაუსვლელად თანხის გადარიცხვის ფუნქცია. თი ბოტის და მისი ფუნქციების შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად ეწვიეთ ბოტის გვერდს.

თი ბოტი, ბანკის მიერ შექმნილი მესენჯერ აპლიკაციაში ინტეგრირებული ჩათ ბოტია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბანკო ოპერაციების შესრულება (თანხის გადარიცხვა, ბალანსის შემოწმება, მობილური ბალანსის შევსება), ინფორმაციის მიღება (დაგეგმილი ივენთების, ახლომდებარე ბანკომატების, ამინდის შესახებ), TKT.GE-დან ბილეთების შეძენა და სხვა.

თიბისის ჩატ ბოტი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით  მომუშავე ქართულმა კომპანია Pulsar AI-იმ შექმნა.წელს ის the Payments Awards-ზე პირველად წარსდგა.

იხილეთ ვიდეობმული: https://www.youtube.com/watch?v=ILRGaexsvf4

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია