მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - 06 დეკემბერი 2018

ufleba.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებული, გერმანიის მოქალაქე  ლ.ა. დამნაშავედ ცნო. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ლ.ა.-მ  უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალებები - 1039,9649 გრ. „მდმა“ (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), 27,86115 გრ.  „ამფეტამინი“, 2,5518 გრ. „ბუპრენორფინი“ და 38,099495 გრ. კოკაინი (მარილი),  საიდანაც  21,8673 გრ. „მდმა“ , 8,3 გრ. „ამფეტამინი“ და 5,3357  გრ. კოკაინი (მარილი) უკანონოდ გაასაღა ნ.ჩ.-ზე, ხოლო ნაწილს  ინახავდა თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში.

აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები  პოლიციის  თანამშრომლების მიერ, 2018 წლის წლის 14 მარტს,  ქ.თბილისში ნ.ჩ.-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის და ლ.ა.-ს  საცხოვრებელი ბინის ჩხრეკების შედეგად ამოიღეს. 

ლ.ა-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის  მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია