მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თბილისის მერიამ ღვიძლის ტრანსპლანტაცია შვიდ პაციენტს დაუფინანსა - 08 დეკემბერი 2018

ყველა შემთხვევაში, ღვიძლის გადანერგვა წარმატებით განხორციელდა

ufleba.ge

დედაქალაქის მერიის დაფინანსებით, ღვიძლის ტრანსპლანტაცია შვიდ პაციენტს ჩაუტარდა. აღნიშნულ პროგრამას მუნიციპალიტეტი მიმდინარე წლის იანვრიდან ახორციელებს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ერთი პაციენტის დასაფინანსებლად თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 60 000 ლარს გამოყოფს.

ამ დროისთვის, მსგავსი ოპერაცია შვიდ ადამიანს დაუფინანსდა და ყველა შემთხვევაში, ღვიძლის გადანერგვა წარმატებით განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამის ამოქმედება დედაქალაქის მერის კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE