მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
იუნისეფი-ს კვლევის თანახმად, საქართველოში მოზარდთა მშობლების უმეტესობა აღზრდის ავტორიტარულ სტილს მიმართავს - 10 დეკემბერი 2018

"მშობლები ძირითადად ზრუნავენ მოზარდების მატერიალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე და ნაკლებად მათ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე"

ufleba.ge

საქართველოში მოზარდთა მშობლების უმეტესობა აღზრდის ავტორიტარულ სტილს მიმართავს, რომელიც ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს მოიცავს, – ამის შესახებ გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, საქართველოში მშობლების დიდი ნაწილი მოზარდთა აღზრდის პროცესში სირთულეებს განიცდის, მოზარდები ვერ გრძნობენ მშობლების სათანადო მხარდაჭერას. მშობლები ძირითადად ზრუნავენ მოზარდების მატერიალურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე და ნაკლებად მათ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

„მშობლები უნდა დაეხმარონ შვილებს მოზარდობის პერიოდთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვაში და საჭირო უნარების განვითარებაში. თუმცა მშობლებს თავადაც სჭირდებათ დახმარება ამ მიმართულებით. საქართველოში არ არსებობს მოზარდთა მშობლობის გაძლიერებისკენ მიმართული პროგრამები. ჩვენი კვლევის მიზანია, დავეხმაროთ სახელმწიფოს, შექმნას მოზარდთა მშობლების მხარდამჭერი პოლიტიკა და პროგრამები“, – საქართველოში აცხადებს გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ღასან ხალილი.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევამ ექვსი ქვეყანა მოიცა – ბელარუსი, ბულგარეთი, საქართველო, მოლდოვა, მონტენეგრო და რუმინეთი. გამოკითხვა 10-13 წლის და 14-17 წლის ასაკობრივ ჯგუფებთან, ასევე მათ მშობლებთან და აღმზრდელებთან ჩატარდა.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE