მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ციფრული სავაჭრო პლატფორმა Vendoo - თიბისი ჯგუფი ელექტრონულ კომერციას ავითარებს - 11 დეკემბერი 2018

მომხმარებელს შევუქმნით ღირებულ ქართულ ალტერნატივას, რომ სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი“

ufleba.ge

თიბისი ჯგუფი საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას იწყებს. მალე ბაზარს შეემატება ახალი ციფრული სავაჭრო პლატფორმა Vendoo, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულად და სწრაფად შეიძინონ პროდუქცია. მცირე და საშუალო მეწარმეებს კი, შეეძლებათ საკუთარი პროდუქცია ინტერნეტით მიაწოდონ საქართველოს მოსახლეობას.

Vendoo ონლაინ მაღაზია Swoop-ის ბაზაზე იქმნება, რომლის 100-პროცენტიანი წილიც თიბისი ჯგუფმა შეისყიდა. Swoop ბაზარზე კარგად ცნობილი, ონლაინ ფასდაკლებების და გაყიდვების კომპანიაა. იგი დარჩება ცალკე ბრენდად და გააგრძელებს იმავე საქმიანობას. არსებულ მომხმარებლებს კი შეეძლებათ ორივე ბრენდის ვებგვერდის მომსახურებით ისარგებლონ.

ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, განვავითაროთ ელექტრონული კომერცია და დავეხმაროთ მეწარმეებს  უფრო ეფექტურად გაყიდონ თავიანთი პროდუქცია.  Vendoo თავს მოუყრის ყველა სახის პროდუქციას, რომელიც იწარმოება საქართველოში ან შემოდის უცხოეთიდან. მომხმარებელს კი, შევუქმნით ღირებულ ქართულ ალტერნატივას, რომ სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი.

ჩვენი ახალი სტრატეგიით, ოთხი წლის თავზე 10 მილიონი მომხმარებელი უნდა გვყავდეს. ეს ნიშნავს, რომ უნდა ვოპერირებდეთ არამარტო საქართველოში, არამედ გლობალურად, სხვადასხვა ქვეყნებში. სწორედ Vendoo და ასეთი აპლიკაციები მოგვცემს საშულებას, ეს ყველაფერი ჯერ ქართულ ბაზარზე მოვსინჯოთ და მერე გლობალურად, სხვადასხვა ქვეყნებში გავიდეთ“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„Swoop-ის შეძენა ორმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა - პირველი იყო მომხმარებლების ბაზა და ყოველდღიურად მათი საიტზე შესვლების რაოდენობა. ასევე, ის გუნდი, რომელიც ამ კომპანიას მართავს. ჩვენი მიზანია საქართველოში ელექტრონული კომერცია განვავითაროთ და იმ მასშტაბებზე ავიყვანოთ, რის რეალური პოტენციალიც არსებობს.

სწორედ ამისთვის შევქმენით Vendoo და მისი ბიზნესმოდელია, რომ მომხმარებელს პროდუქცია მიაწოდოს სახლში, კომფორტულად და ხარისხიანად. ასევე, მცირე მეწარმეებს საშუალება მისცეს თავისი პროდუქცია განათავსონ ამ პლატფორმაზე და გაყიდვები კიდევ უფრო მასშტაბური გახადონ; განსხვავებით Swoop-ისგან, რომელიც ორიენტირებულია კუპონებისა და სერვისების გაყიდვაზე. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ორივე ბრენდს ერთი კომპანიის ქვეშ ვმართვთ და მომხმარებელს ორივე სერვისს შევთავაზებთ“, - აცხადებს Vendoo- პროექტის ხელმძღვანელი, ამირან შეროზია.

დღევანდელ ციფრულ სამყაროში ძალიან ხშირად იქმნება ელექტრონულ კომერციაზე დაფუძნებული საქმიანობები და ბიზნესები, თუმცა მათი წარმატების ინდექსი ძალიან დაბალია. ჩვენ შემთხვევაში გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  Vendoo წარმატებული ინიციატივა იქნება, რადგან მის უკან თიბისი ჯგუფის ძალიან ძლიერი და გამოცდილი გუნდი დგას“, - ამბობს Vendoo- ბრენდის კონსულტანტი ტატო ნორაკიძე.

Vendoo მომხმარებლებს შესთავაზებს პროდუქციის ფართო არჩევანს, პერსონალიზირებულ  შეთავაზებებს, განვადებას, ასევე, შეძენილი პროდუქციის სწრაფად მიტანას და დაბრუნების მოქნილ პოლიტიკას.

ციფრული სავაჭრო პლატფორმა დაეხმარება მეწარმეებს ბიზნესის მასშტაბირებაში, რაც ხელს შეუწყობს მათ გაზარდონ გაყიდვები, მიიღონ ვაჭრობის დაფინანსება, აწარმოონ ონლაინ მარკეტინგი. Vendoo-ზე პროდუქციის განთავსება ნებისმიერ მწარმოებელს შეეძლება, მათ აქ დახვდებათ მზა ონლაინ პლატფორმა და საწყობი, ასევე, გამართული ლოჯისტიკა ელექტრონული ვაჭრობისათვის.

ელექტრონული კომერცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დარგია. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ის სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ახალი ციფრული პლატფორმა Vendoo ერთი მხრივ, გაუადვილებს მომხმარებლებს სასურველი პროდუქციის შეძენას, მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას.   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია