მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 400 თანამშრომელი იძულებით შვებულებაში გაუშვა - 12 დეკემბერი 2018

"წარმოების მოცულობის ეს შემცირება წინასწარ იყო განცხადებული, ეს არის ირანიდან უხარისხო დემპინგური არმატურის მოზღვავებული იმპორტის შედეგი"

ufleba.ge

წარმოების შემცირებამ 400 თანამშრომლის იძულებით შვებულებაში გაშვება გამოიწვია, – ამის შესახებ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

„დღეს, 12 დეკემბერს რუსთავის მეტალურგიული ქარხანაში გაჩერდა ერთი ფოლადსადნობი ღუმელის კომპლექსი. წარმოების მოცულობის ეს შემცირება წინასწარ იყო განცხადებული. ეს არის ირანიდან უხარისხო დემპინგური არმატურის მოზღვავებული იმპორტის შედეგი.

15 ნოემბერს ძალაში უნდა შესულიყო საზღვარზე სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი, რაც შეაჩერებდა უხარისხო არმატურის იმპორტს. მთავრობის გადაწყვეტილებით კონტროლის შემოღებამ გადაიწია 15 იანვრამდე.

წარმოების შემცირებამ გამოიწვია 400 თანამშრომლის იძულებით შვებულებაში გაშვება.

ქარხანა იმედს გამოთქვამს, რომ კონტროლის მექანიზმები უახლოეს მომავალში შევა ძალაში და შემდგომი სიმძლავრეების შემცირება არ გახდება აუცილებელი“, – აცხადებენ მეტალურგიულ ქარხანაში.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE