მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ დაცვის თანამშრომელს პაციენტის ახლობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ - 13 დეკემბერი 2018

"ინციდენტის წინა დღეს კლინიკაში ახლობლის მოსანახულებლად შესვლაზე უარი მიიღო და ვითარების გარკვევას მეორე დღეს შეეცადა"

ufleba.ge

სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ დაცვის თანამშრომელს სცემეს.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, დაპირისპირება დაცვის თანამშრომელსა და პაციენტის ნათესავებს შორის მოხდა. ერთ-ერთი პაციენტის ახლობელი, რომელმაც ინციდენტის წინა დღეს კლინიკაში ახლობლის მოსანახულებლად შესვლაზე უარი მიიღო, ვითარების გარკვევას მეორე დღეს შეეცადა.

კლინიკაში რამდენიმე პირი მივიდა და იქ მყოფ დაცვის სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. დაშავებულ დაცვის თანამშრომელს დაზიანებები თავის არეში აქვს და ის მკურნალობას კლინიკაში გადის.

შს სამინისტროს ინფორმაციით. ინციდენტში მონაწილე პირები გამოკითხულები არიან და გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია