მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
უფასო სამედიცინო აქცია ქვემო ქართლში მცხოვრები ვეტერანებისთვის - 13 დეკემბერი 2018

აქცია გარდაბანში, კლინიკა "სანოში" ჩატარდება, ბენეფიციარების მიღება 10:00 საათიდან იწარმოებს“

ufleba.ge

მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით, ქვემო ქართლში მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, აკადემიკოს .ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო კვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები ) ჩაატარებენ.

უფასო სამედიცინო აქცია გარდაბანში, კლინიკა "სანოში" ჩატარდება. ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან.

მისამართი: .გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა ( ძველი საავადმყოფოს უკან).

 

შეგახსენებთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს .ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება“, - აღნიშნულია ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE