მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„დაიცავი შენი წილი სამშობლო“ - ხელისუფლებამ ვეტერანების მათხოვრული 22 ლარი ისევ ძალაში დატოვა - 13 დეკემბერი 2018

„დეკლარირებული ადამიანის უფლებების დაცვა კიდევ ერთხელ ბლეფი აღმოჩნდა“

ufleba.ge

საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო“ ქვეყნის ბიუჯეტში ვეტრანებისთვის 22-ლარიანი სუბსიდიის დატოვებას აპროტესტებს. ორგანიზაციის თავმჯდომარის, დარეჯან (დოდო) გუგეშაშვილის განცხადებით, დეკლარირებული ადამიანის უფლებების დაცვა კიდევ ერთხელ ბლეფი აღმოჩნდა.

„ცნობილია, რომ წინა ხელისუფლებამ ომისა და სამხედრო ძალების ვეტარანებს ერთადერთი სუბსიდია 22 ლარით განუსაზღრა და ამით ისინი  უშუქობისთვის და სიცივისთვის გაწირა. ოცნების ხელისუფლების პირობებში ვითხოვთ ამ სამარცხვინო და მათხოვრული 22 ლარის შეცვლას და გადაანგარიშებით გარკვეულ თანხამდე აყვანას, რომელიც ვეტერანებს კომუნალურ გადასახადებში მაინც მცირედით დაეხმარება. 

დღევანდელი მონაცემებით (ბიუჯეტი პარლამენტში უკვე საბოლოოდ მტკიცდება), ხელისუფლებამ, პარლამენტმა და მთავრობამ ვეტერანების 22 ლარი ისევ ძალაში დატოვა. დეკლარირებული ადამიანის უფლებების დაცვა კიდევ ერთხელ ბლეფი აღმოჩნდა, ან იქნებ ვეტერანებს ადამიანებში არ მოიაზრებენ. ამით ისინი კიდევ ერთხელ გაწირეს უშუქობის, უგაზობის, უწყლობისთვის. 

მივმართავთ ხელისუფლებას, მთავრობას და პარლამენტს - ყოჩაღ თქვენ, გრცხვენოდეთ!“, - აღნიშნულია განცხადებაში.   

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE