მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„თიბისი კაპიტალმა“ FMCG სექტორის საინვესტიციო ანალიზი წარადგინა - 13 დეკემბერი 2018

„შემდეგი ექვსი წლის მანძილზე სექტორი 11 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, ხოლო ორგანიზებული ბაზრის წილი თითქმის გაორმაგდება“

ufleba.ge

თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებული კვლევა, კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის სექტორის შესახებ, პირველი საინვესტიციო ანალიზია ამ სექტორისთვის. კვლევის მომზადება ბაზრის მონაწილე კომპანიებისა და ინვესტორების მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა, რომ მიიღონ რელევანტური, სანდო და კომპეტენტური  ინფორმაცია სექტორის შესახებ. 

შესაბამისად, კვლევის მიზანია კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს დაანახოს ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა და სექტორის განვითარების პოტენციალი.

ორგანიზებულ საცალო ვაჭრობას, ანუ ბრენდირებულ ქსელურ სავაჭრო ობიექტებს, საქართველოში განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. 2017 წლის მდგომარეობით აღნიშნული სექტორის ზომა 7.8 მილიარდი ლარის მოცულობის იყო, საიდანაც მხოლოდ 16%  ეკავა  ორგანიზებული ბაზრის მოთამაშეებს. 

გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე: 

„ამ სექტორში მომუშავე კომპანიების დიდი ნაწილისთვის თიბისი ბანკი ძირითადი პარტნიორი ბანკია, შესაბამისად, ბანკისთვის აღნიშნული სექტორი პრიორიტეტული მიმართულებაა. 

ამიტომაც, თიბისი მუდმივად სთავაზობს სექტორის მონაწილეებს, როგორც მათ მოთხოვნებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს, ასევე საინვესტიციო საბანკო მომსახურეობას“.

ქეთევან კანდელაკი, თიბისი ბანკის კორპორაციული სექტორის სწრაფად ბრუნვადი სექტორის უფროსი: 

„თიბისი ჯგუფისთვის პრიორიტეტულია, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის ვიყოთ არა მხოლოდ ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების მომწოდებელი, არამედ გადავცეთ ყველა ის საჭირო ინსტრუმენტი, რაც მათ სამომავლო წარმატებას ხელს შუწყობს. სექტორისთვის ეს კვლევა პირველია და ვფიქრობთ, რომ მასში ძალიან საინტერესო ინფორმაცია არის თავმოყრილი; რაც კლიენტებსა და პოტენციურ ინვესტორებს დაეხმარება დაინახონ ბაზარზე რა მიმდინარე ტენდენციებია და რა განვითარების პერსპექტივები აქვს ორგანიზებულ ბაზარს. 

რასაკვირველია, ამ ეტაპზე ყველანაირი ფინანსური ინფორმაცია საჯარო არ არის, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პირველები ვყოფილიყავით, ვინც შეაგროვებს მაქსიმალურ ინფორმაციას სექტორის მოთამაშეების შესახებ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა კლიენტმა კომპანიებმა ამხელა ნდობა გამოგვიცხადეს და გაგვიზიარეს ის ყველა ინფორმაცია, რაც აქამდე დახურული იყო. შესაბამისად, კვლევა გაჯერებულია ასეთ სახის, როგორც ფინანსური, ასევე არასაფინანსო ინფორმაციით“.  

ნინო ცხადაიამ: თიბისი კაპიტალის კვლევისა და საბროკერო დეპარტამენტის უფროსი: 

„ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა გვაძლევს საკმარის საფუძველს, რომ განვსაზღვროთ სექტორის ზრდის პოტენციალი. ჩვენი პროგნოზით, სექტორი გაიზრდება 11 მილიარდ ლარამდე შემდეგი ექვსი წლის მანძილზე, ხოლო ორ განიზებული ბაზრის წილი თითქმის გაორმაგდება იგივე პერიოდში“. 

„თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 2017 წლიდან „თიბისი კაპიტალი“ გახდა თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი. 

კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური  კონსულტაციები და საკრედიტო, სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია