მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ფინანსთა სამინისტრო - გარდაცვალება სასესხო ვალდებულების ავტომატურად შეწყვეტას არ იწვევს, ამიტომ ბაზებში შესაძლოა, გარდაცვლილთა სასესხო მონაცემებიც იყოს - 14 დეკემბერი 2018

ufleba.ge

ფინანსთა სამინისტრო - გარდაცვალება სასესხო ვალდებულების ავტომატურად შეწყვეტას არ იწვევს, ამიტომ ბაზებში შესაძლოა, გარდაცვლილთა სასესხო მონაცემებიც იყოს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რატომ ფიქსირდება სესხების ჩამოწერის ინიციატივის ფარგლებში ატვირთულ მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია გარდაცვლილთა სასესხო  დავალიანების შესახებ.

სამინისტროს ინფორმაციით, საბანკო და საფინანსო დაწესებულებების მონაცემთა ბაზებში შესაძლებელია, იყოს მონაცემები გარდაცვლილ პირთა სასესხო დავალიანების შესახებ, რადგან მოვალის გარდაცვალება ავტომატურად არ იწვევს ვალდებულების შეწყვეტას სასესხო ურთიერთობებში, თუ მხარეები ხელშეკრულებაში სხვაგვარად არ არიან შეთანხმებული.

„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის სამკვიდრო ქონებაში შედის მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებები, ისე მოვალეობები, რომელიც მას გარდაცვალების მომენტისთვის ჰქონდა“, – ნათქვამია ფინანსთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ მემკვიდრეები ვალდებული არიან, მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მემკვიდრეობით მიღებული აქტივის ფარგლებში.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE