მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავა - 15 დეკემბერი 2018

ufleba.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული გ.ბ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჟინვალში დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული აღნიშნული ნარკოტიკის გავრცელებას საქართველოს ტერიტორიზე ინტერნეტის საშუალებით გეგმავდა. აღსანიშნავია, რომ მისგან პოლიციის მიერ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა რამდენიმე ათასი ადამიანის ნარკოტიკული თრობისთვის არის საკმარისი.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-1 ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE