მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზურაბ ჯაფარიძე - პრეზიდენტის ადმინისტრაცია არა თბილისში, არამედ ქუთაისში უნდა იყოს - 15 დეკემბერი 2018

ufleba.ge

„გირჩი“ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თელავში ხვალ დაგეგმილ აქციას არ ერთდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, შეკრებისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება ყველას აქვს, თუმცა აქცია დესტაბილიზაციის მცდელობაში არ უნდა გადაიზარდოს.

„ჩვენი პოლიტიკური პარტია არ უერთდება ამ აქციას. ოპოზიციას კი, შეკრებისა და გამოხატვის უფლება აქვს. ვიმედოვნებ, აქციის მიზანი დაპირისპირება არ არის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ოპოზიციური პარტიის ლიდერი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ  პირველი პირის ადმინისტრაცია არა თბილისში, არამედ ქუთაისში უნდა იყოს.

„რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლეს, ვფიქრობთ, რომ ავლაბრის სასახლე საერთოდ უნდა გაიყიდოს. ჩემი აზრით, პრეზიდენტის სასახლე ქუთაისში უნდა იყოს“, – განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

თელავში ხვალ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ამევ დღეს თელავში გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გეგმავს.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE