მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კირკიტაძის სახლთან პოლიციის მობილიზება გუშინდელ აქციას უკავშირდება - მეზვრიშვილი პოლიტიკური ლიდერების დაბარებას არ გამორიცხავს - 17 დეკემბერი 2018

ufleba.ge

ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353- მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გამოიკვეთა იმ პირთა წრე, რომელებიც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობის გამო უნდა გამოიკითხონ.

მეზვრიშვილი ამბობს, რომ უწყება დაიბარებს ყველას ვინც საქმეში ფიგურირებს, იმის მიუხედავად არიან თუ პოლიტიკური ლიდერები.

მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრის დავით კირკიტაძის საცხოვრებელ სახლთან პოლიციის მობილიზებაც ველისციხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.

მეზვრიშვილი იმედოვნებს, რომ კირკიტაძე და სხვა პირები გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.

ნაციონალური მოძრაობისწევრის დავით კირკიტაძის სახლთან დილიდან პოლიცია იყო მობილიზებული.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ვარაუდობს, რომ სამართალდამცველები მის სახლთან, გუშინ, თელავში მომხდარი ინციდენტის გამო მივიდნენ. მან პოლიციას ადვოკატის მისვლამდე კარი არ გაუღო.

ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE