მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია პრეზიდენტ ზურაბიშვილს ინაუგურაციას ულოცავს - 17 დეკემბერი 2018

ufleba.ge

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციას ულოცავს.

ვეტერანთა კოალიცია საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციას ვულოცავთ და დიდ წარმატებას ვუსურვებთ ქვეყნისთვის საკეთილდღეო საქმეებში.

ასევე, საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის ძირითადი კანონის, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებას ვულოცავთ, ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს რიგით მეხუთე და პირველი ქალი პრეზიდენტია.

ბიოგრაფიული მონაცემები:

სალომე ზურაბიშვილი დაიბადა 1952 წლის 18 მარტს, პარიზში, საფრანგეთში.

განათლება

1969-1972 პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტიპარიზი, საფრანგეთი

1972-1973 კოლუმბიის უნივერსიტეტი, საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლანიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები

ენები

ქართული, ფრანგული, ინგლისური (თავისუფლად) იტალიური (სალაპარაკო)

პოლიტიკური კარიერა საქართველოში

2016 -2018 საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატიმთაწმინდის ოლქი, თბილისი

2006 – 2010 პოლიტიკური პარტიასაქართველოს გზა“, ლიდერი

2004-2005 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

სხვა ფუნქციები

2010-2015 გაერთიანებული ერების ორგანიზაციაგაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ირანის სანქციების მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი

ასოცირებული პროფესორი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში

დიპლომატიური კარიერა საფრანგეთში

2003-2004 საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში (თბილისი, საქართველო)

2001-2003 პრემიერ-მინისტრის აპარატი, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნო, საერთაშორისო და სტრატეგიულ საქმეთა დირექტორი (პარიზი, საფრანგეთი)

1998-2001 საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სტრატეგიული ურთიერთობების სამმართველოს უფროსი (პარიზი, საფრანგეთი)

1997-1998 საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია (პარიზი, საფრანგეთი)

1996-1997 საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აპარატი, სტრატეგიული და მრავალმხრივ საქმეთა მრჩეველი (პარიზი, საფრანგეთი)

1993-1996 დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე (ბრიუსელი, ბელგია)

1992-1993 ნატო-ში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობა, პოლიტიკური მრჩეველი (ბრიუსელი, ბელგია)

1989-1992 საფრანგეთის საელჩო ჩადში, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე (ნჯამენა, ჩადი)

1988-1989 უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენცია (CSCE), საფრანგეთის მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელი, კონვენციური ძალების შემცირების მანდატი (ვენა, ავსტრია)

1984-1988 საფრანგეთის საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში, პირველი მდივანი, მრჩეველი სტრატეგიისა და უსაფრთხოების საკითხებში (ვაშინგტონი, ამერიკის შეერთებული შტატები)

1980-1984 საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პოლიტიკის დაგეგმვის ცენტრი (პარიზი, საფრანგეთი)

1977-1980 საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისია გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, პირველი მდივანი (ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები)

1974-1977 საფრანგეთის საელჩო იტალიაში, მესამე მდივანი (რომი, იტალია)

გამოცემები

1986 Que sais-je? La Géorgie – საფრანგეთის საუნივერსიტეტო გამოცემა, (PUF) (ფრანგულად)

2006 Une femme pour deux pays – გამომცემლობა Grasset, (ფრანგულად)

2006 „საქართველოსკენ“ – გამომცემლობა ლიტერა (ქართულად)

2008 Les cicatrices des nations- გამომცემლობა Francois Bourin (ფრანგულად)

2009 La tragédie géorgienne – გამომცემლობა Grasset (ფრანგულად)

2010 L’exigence democratique – გამომცემლობა Francois Bourin (ფრანგულად)

2007 Cahiers CERI Sciences Po N°4: La “démocratisation en Géorgie à l’épreuve des élections”

2007 Penser l’Europe: “What borders for Europe?”

2007 Cahier de Chaillot, Institute for security studies of the European Union (N° 102)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ მუშაობას თბილისში, ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების სასახლეში დაიწყებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია