მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პოლიციამ ქვემო ქართლში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე პირი დააკავა - 17 დეკემბერი 2018

ufleba.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს მარნეულში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამიდას, 1951 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას, ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და ცხედარი დამარხვის მიზნით სარდაფში გადამალა. 15 დეკემბერს ცხედარი გარდაცვლილის ნათესავებმა აღმოაჩინეს და ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს აცნობეს. ნ.მ. მიიმალა, თუმცა, მომხდარიდან მეორე დღეს პოლიციამ იგი სადახლოში დააკავა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია განცხადებაში.  

https://www.youtube.com/watch?v=88e8CH8uEdY

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია