მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი სავარაუდოდ სალომე ზურაბიშვილთან განაგრძობს მუშაობას - 18 დეკემბერი 2018

ufleba.ge

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი სავარაუდოდ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში განაგრძობს მუშაობას.

მეხუთე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მუშაობა უკვე შესთავაზეს გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს კობა ედილაშვილსა და საფინანსო სამსახურის უფროს თამარ გოდერძიშვილს.

ლაშა ჟვანიას თქმით, კმაყოფილი არიან პროტოკოლის სამსახურის უფროსის, ლაშა კვერნაძის მუშაობითაც.

მისივე განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ მეხუთე პრეზიდენტთან თანამშრომლობა გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო ჯაჯანაშვილმაც გააგრძელოს. ამ კითხვაზე პასუხად ჟვანიამ აღნიშნა, რომ ჯაჯანაშვილს ზურაბიშვილთან წარსულში თანამშრომლობის გამოცდილება აქვს.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

„ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა, დიმიტრი გაბუნია კი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში განაცხადა.

„გუშინ დავნიშნე ოფიციალურად ლაშა ჟვანია ადმინისტრაციის უფროსად. დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნად, რადგან პარლამენტთან უვე არის ძალიან ბევრი საქმე. ნათია პავლიაშვილი აგრძელებს პრესასთან ურთიერთობას, თუმცა პიარის ჯგუფი გაძლიერდება და კვირის ბოლოს გაგაცნობთ ადმინისტრაციის მთავარ ბირთვს. ამ დღეებში შევჯერდებით იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოგვიერთდებიან”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც დღეს ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებოდა.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია