მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლევან იზორია - ჯარისკაცის შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ყველა გარემოება მართლმსაჯულების ფარგლებში დადგინდება - 18 დეკემბერი 2018

ufleba.ge

როგორც კი ინფორმაცია მივიღეთ, სამხედრო პოლიციამ საქმე შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე აღძრა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ალგეთში ჯარისკაცის სავარაუდო ცემის ფატქტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და თუ დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა, ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე პასუხს აგებს, თუმცა არსებობს მეორე მხარის პოზიციაც.

„მეორე მხარის პოზიცია აბსოლუტურად საწინააღმდეგოა. ამიტომ ყველა გარემოება მართლმსაჯულების ფარგლებში დადგინდება. ინფორმაცია პირველ რიგში მნიშვნელოვანი საგამოძიებო ორგანოებისთვის უნდა იყოს და არა პოლიტიკური ფიგურისთვის. გამოძიების მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩემი ჩარევა ამ შემთხვევაში კანონდარღვევაც არის. გამოძიების პროცესს უნდა დაველოდოთ. შემდეგ შემეძლება საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო“,-განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციამ საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის შესაძლო გადაცდომის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის ე.ბ.-ის მიერ, ამავე ცენტრის რეკრუტ დ.ბ-ის მიმართ შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით 2018 წლის 17 დეკემბერს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო დანაშაულით გათვალისწინებული საქართველოს სსკ 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

აღნიშნულ საკითხზე განმარტება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ირაკლი ბაზერაშვილმა გააკეთა. სამხედრო მოსამსახურის შეურაცხყოფა ხელქვეითის მიერ უფროსის ან უფროსის მიერ ხელქვეითის შეურაცხყოფა სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებისას ან მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე.

ბაზერაშვილის განცხადებით, გამოძიების პროცესში თუ დადასტურდა რომელიმე მხარის, მათ შორის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ბრალეულობა, ჩვენს მიერ გატარდება ადეკვატური და კანონშესაბამისი რეაგირება.

შეგახსენებთ, რომ ჯარისკაცი, რომელიც წვრთნებს ალგეთში გადიოდა, მრავლობითი დაზიანებებით "რუსთავი2" -ში გუშინ მოვიდა, სწორედ ტელეკომპანიის შენობაში აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმებმა მას პირველი დახმარება.

დავით ბერიშვილი პოლკოვნიკს ცემაში ადანაშაულებს. სამხედრო ამბობს, რომ შელაპარაკება მასსა და მეორე სამხედროს შორის შენიშვნის მიცემის შემდეგ დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მეთაური ფიზიკურ დაპირისპირებას გამორიცხავს.

http://rustavi2.ge/ka/news/121488

http://rustavi2.ge/ka/news/121455

http://rustavi2.ge/ka/news/121451


 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია