მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თიბისი ბანკსა და „Sida“-ს შორის სესხების გარანტიის ხელშეკრულება გაფორმდა - 18 დეკემბერი 2018

ufleba.ge

პირველად საქართველოში, მეწარმეების ბიზნესსაქმიანობის ფინანსური გარანტორი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო  (Sida) იქნება. თიბისი ბანკსა და Sida- შორის, რომელიც შვედეთის საელჩოს მიერაა წარმოდგენილი, საქართველოში სესხების გარანტიის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშკრულების მიზანია ქვეყანაში სტარტაპებისა და მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების, მათ შორის იმ ბიზნესების დაკრედიტების ხელშეწყობა, რომლის დამფუძნებელთა უმრავლესობა ქალი მეწარმეები არიან.

ხელშეკრულების თანახმად, თიბისი ბანკის მიერ გაცემული სესხის გაპრობლემების შემთხვევაში Sida მსესხებლის გარანტორს წარმოადგენს. აღნიშნული თანამშრომლობა იმ სესხებს ეხება, რომლებსაც მომავალში თიბისი ბანკი სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის, წარმოებისა და მომსახურების სფეროში მოღვაწე სტარტაპების, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად გასცემს.

მსესხებლისა და სესხის კატეგორიიდან გამომდინარე, თიბისი ბანკი და Sida რისკს თანაბრად (50%-50%) გაიზიარებენ. ქალი მეწარმეების აღებული სესხებისა და ასევე იმ სესხების შემთხვევაში, რომლებიც სტარტაპის დაწყებას, ან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას ემსახურება, Sida რისკის 60%- გაიზიარებს.

Sida- გარანტია 40 მილიონი აშშს დოლარის პორტფელს დაფარავს.

აღნიშნულ ხელშეკრულებაზე თიბისი ბანკი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად 1 წლის განმავლობაში მუშობდა და Sida-სთვის საქართველოში კომერციულ ბანკთან თანამშრომლობის პირველ პროექტს წარმოადგენს.

ნიკოლოზ ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე:

„Sida თიბისი ბანკთან ერთად ამბობს, რომ კონკრეტული მიმართულების მხარდასაჭერად ჩვენ რისკი გავინაწილოთ, თუ ასეთი რამ იქნება. შესაბამისად, ეს ბანკს უფლებას და საშუალებას აძლევს, რომ უფრო გაბედულად მოახდინოს ამ სფეროების დაფინანსება. საუბარია იმაზე, რომ ამ პორტფელის შესაბამისად, ჩვენ დაფინანსებას მაქსიმალურად გავზრდით და ამას აღნიშნული სამი მიმართულებით განვახორციელებთ.

როგორც იცით, გასულ წლებში თიბისი ბანკი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა სტარტაპებსა და ქალბატონ მეწარმეებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ორი სფერო დიდ ყურადღებას საჭიროებს. სწორედ ასეთი კოოპერაციებითა და პროგრამებით ვფიქრობთ, რომ ამ სფეროებს კიდევ უფრო აქტიურად დავაფინანსებთ“.  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია