მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ადვოკატი - კირკიტაძე დღეიდან მშრალ შიმშილობაზე გადადის - 19 დეკემბერი 2018

ufleba.ge

ნაციონალური მოძრაობისწევრს დავით კირკიტაძეს ბრალი წარედგინა, – ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, კირკიტაძეს ბრალი 353- პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

ბრალდების შინაარსში წერია, რომ ინაუგურაციაზე უამრავი სტუმრის გამო პოლიციამ მიიღო ზომები, გადაკეტილიყო მაგისტრალი. დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ერთ-ერთ ავტობუსში მყოფ პოლიციელს და ხელისა და ფეხის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა“, – განმარტავს ადვოკატი.

როგორც მან აღნიშნა, დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს.

კირკიტაძე დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და დღეიდან გადადის მშრალ შიმშილობაზე“, – განაცხადა ადვოკატმა.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მომხრეები არიან შეკრებილი.

„ადამიანის დაჭერა არავის უხარია და არ ვიცი, ნორმალურ ადამიანს როგორ უნდა გაგიხარდეს, თუმცა კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძისთვის ბრალის წარდგენას.

მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რომელიც პოლიციის მიმართ ნახა.

„ადამიანის დაჭერა არავის უხარია და არ ვიცი, ნორმალურ ადამიანს როგორ უნდა გაგიხარდეს, თუმცა კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. ჩვენ ვნახეთ კადრები, როგორ ჩხუბობდა დავით კირკიტაძე და ურტყამდა პოლიციელს. რა თქმა უნდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, კანონდარღვევა და შესაბამისად, კანონის წინაშე ყველას მოუწევს პასუხისგება. კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რაც პოლიციის მიმართ ვნახეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რადგან საოცრად მოითმინეს. ისინი ემსახურებიან ქვეყანას და ჩვენც პოლიციელის მუნდირს პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ლიდერი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ხელშეუხებლები არიან და მათ არაფერს ედავება გამოძიება.  

„თუ ხარ ე.წ. "ქართული ოცნების" წევრი, გაქვს იმუნიტეტი, არც დაგაკავებენ, არც ბრალს წაგიყენებენ, მითუმეტეს, სასამართლოში არ მიგიყვანენ და თუ ხარ ოპოზიციის წარმომადგენელი ერთ წამში ხდება ეს ყველაფერი. ყველა სასამართლოს ინსტანციას გავივლით, თუ საჭიროა სტრასბურგამდე მივალთ იმიტომ, რომ ადამიანს შეუზღუდეს ყველა კონსტიტუციური უფლება, რომელიც მას აქვს მინიჭებული ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონით, გადაადგილების უფლება შეუზღუდეს, სიტყვის თავისუფლება შეუზღუდეს, აზრის გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს, შეკრების თავისუფლება შეუზღუდეს და კირკიტაძე დაკავებული უნდა იყოს და ფარცხალაძე თავისუფლებაზე?“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„დღეს თუ ვინმე უნდა იჯდეს საბრალდებო სკამზე, ეს დავით კრიკიტაძე კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს იმ პროვოკაციის მთავარი ორგანიზატორი, ბატონი გიორგი გახარია,“ - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.

უდუმაშვილის შეფასებით, ველისციხეში აქციის მშვიდობიან მონაწილეებს გზის გაგრძელების და თელავის ცენტრში მშვიდობიანი აქციის გამართვის შესაძლებლობა სწორედ გიორგი გახარიამ არ მისცა და მომხდარ ინციდენტებზე სრული პასუხისმგებლობა შს მინისტრს ეკისრება.

„გახარიამ დაგეგმა პროვოკაცია აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ და ჩახერგა ველისციხეში გზა და ის არის ამ დღის მთავარი ორგანიზატორი და მთავარი პროვოკატორი,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია