მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დავით ოქიტაშვილი - ოპერისა და ბალეტის თეატრი უნდა გათავისუფლდეს ნინო ანანიაშვილისგან - 20 დეკემბერი 2018

ufleba.ge

ოპერისა და ბალეტის თეატრი უნდა გათავისუფლდეს ვაშაძე -ანანიაშვილისგან, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპერის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ნინო ანანიაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელოვნების, მასმედიისა და სპორტის პროფკავშირთან ერთად, ორშაბათიდან პერმანენტულ აქციებს დაიწყებს.

როგორც დავით ოქიტაშვილმა განაცხადა, ოპერაში ნეპოტიზმია და ბევრი ნიჭიერი და ცნობილი ხელოვანისთვის მისი კარი დაკეტილია.

„ნინო ანანიაშვილს, როგორც ბალერინას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როგორც ხელმძღვანელი არ ვარგა. ისეთ ცნობილ ხელოვანებს, როგორიცაა ირმა ნიორაძე, ნიკოლოზ ცისკარიძე და ბალეტის კიდევ ბევრი ნიჭიერი  მსახიობი, არ აკარებენ ოპერას. ასევე შეუძლებელია, შენი ოჯახის წევრი გამოდიოდეს ქვეყნის დამხობის მოთხოვნით და შენ ამ ქვეყნის ოპერას ხელმძღვანელობდე. იქ მომუშავე ადამიანები ძალიან უკმაყოფილოები არიან, მაგრამ ეშინიათ ხმამაღლა თქმა, რომ არ დაკარგონ ადგილები. ოპერის მომღერლებს ერთი დარბაზი დაუტოვეს მაშინ, როცა ბალეტს ხუთი დარბაზი აქვს“,- აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

მოგვიანებით, კულტურის პალატის ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე დამატებითი განმარტება გააკეთა:

„ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებებმა არასწორად და სრულიად დაუშვებელ კონტექსტში გაავრცელეს ჩემი დღევანდელი განცხადება. ნინო ანანიაშვილი არის მსოფლიო დონის პრიმა-ბალერინა და მისი, როგორც პროფესიონალის მოღვაწეობა ქართული ბალეტისთვის უდაოდ მნიშვნელოვანი და წარმატებულია. მე ვისაუბრე ქალბატონი ნინოს მეუღლე გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე, რომელშიც ის დღევანდელ ხელისუფლებას კრიმინალურს უწოდებს და დამხობისაკენ მოუწოდებს მოსახლეობას!ამ დროს ქალბატონი ნინო არის საბალეტო დასის ხელმძღვანელი, იმ საბალეტო დასის, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკისგან ისევე, როგორც ხელოვნების და კულტურის ყველა ორგანიზაცია“, - წერს სოციალურ ქსელში დავით ოქიტაშვილი.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია