მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სეისმური ცენტრის ხელმძღვანელი საფრთხეებზე საუბრობს და მერიას მიმართავს - 20 დეკემბერი 2018

ufleba.ge

სეისმური ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ თბილისი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს და მშენებლობები მხოლოდ შესაბამისი სეისმური დასკვნების საფუძველზე უნდა გაიცეს, რაც ხშირ შემთხვევაში არ ხდება.

სეისმური ცენტრის ხელმძღვანელის თქმითვე, მერიამ მშენებლობის ნებართვა სულ 6 მილიონ კვადრატულ მეტრზე გასცა. 

„ვართ სეისმურად აქტიური ქვეყანა და მიწისძვრა არის ბუნებრივი კატასტროფა, რომელსაც ვერავინ ვერ დაუდგება წინ. კატასტროფული მდგომარეობა არის მშენებლობის კუთხით იმიტომ, რომ ეს არის დაუცველი სამშენებლო პოლიტიკა. სეისმური დაცვა, გინდაც გეოტექნიკური დაცვა ამ შენობებს არ გააჩნია. თბილისის მერია გასცემს ნებართვას მშენებლობის კუთხით. აქ უკვე ჩაკეტილი წრე გვაქვს, სადაც ფაქტიურად დამნაშავეს ვერ გამოავლენთ. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ფაქტიურად ვთქვათ აღებ-მიცემობის ფაქტებთან გვაქვს საქმე.“ - განაცხადა თეა გოდოლაძემ.

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 

ამავე თემაზე იხილეთ სტატია:

წყარო: http://iveria.biz/1516--.html

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია