მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ვირუსის გართულების თავიდან ასაცილებლად, მოქალაქეებმა პირველივე დღეებიდან მკურნალობის კურსი უნდა ჩაიტარონ“ - 20 დეკემბერი 2018

ufleba.ge

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ, - ამის შესახებ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვირუსის გართულების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მოქალაქეებმა პირველივე დღეებიდან ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობის ამბულატორიული კურსი.

„გრიპის სეზონის დადგომისთანავე, დედაქალაქში საგრძნობლად იმატა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახებების რიცხვმა, რომლის დიდი ნაწილი სწორედ გრიპის ვირუსით დაავადებულ პაციენტებს ეკუთვნის. იმის მიუხედავად, რომ ცენტრის ექიმები თითოეულ ასეთ პაციენტს ემსახურებიან, გვინდა განვმარტოთ, რომ გართულებების თავიდან ასაცილებლად დაავადებას ესაჭიროება ამბულატორიული მკურნალობა.

შესაბამისად, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, მიმართონ ოჯახის ექიმს, რათა არ გაურთულდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვირუსის გართულების თავიდან ასაცილებლად, პირველივე დღეებიდან ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობის ამბულატორიული კურსი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ვირუსის შემთხვევა უკვე ფიქსირდება. გამყრელიძე მოსახლეობას პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს. კერძოდ, საჭიროა დაიცვან ჰიგიენური ნორმები, გაანიავონ ოთახი და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში.

ამირან გამყრელიძის თქმით, პრევენციის საუკეთესო საშუალება არის აცრა, რომელიც წელს საკმაოდ დიდი რაოდენობით გაკეთდა.

ზამთარში ყოველთვის გვაქვს ვირუსული ინფექციების გახშირება. უკვე გამოჩნდა გრიპის ვირუსიც. ამიტომ გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც ჩვენი გვერდის საშუალებით მიეწოდება მოსახლეობას. წელს მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა აიცრა და ეს ძალიან კარგია გრიპის საწინააღმდეგოდ. ასევე მნიშვნელოვანია საერთო ჰიგიენური საშუალებები: ხელის ხშირი დაბანა, შენობის განიავება, სველი წესით დალაგება. თუ გვაქვს მაღალი ტემპერატურა, სამსახურში და სკოლაში არ წასვლა და . ყველაფერი ეს გასათვალისწინებელია”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გრიპის ვირუსის შემთხვევების მატებას დეკემბრის ბოლოდან ვარაუდობს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია