მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"ჩამოვალ ზუგდიდში და მაჩვენეთ, ვინ არის ცხაკაია" - 21 დეკემბერი 2018

ufleba.ge

ჩამოვალ ერთხელ ზუგდიდში და მაჩვენეთ, ეს ცხაკაია ვინ არის, – ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატ თენგიზ გუნავას კითხვას.

თენგიზ გუნავამ განაცხადა, რომ გიორგი გახარია კრიმინალებთან მართავდა შეხვედრას, მათ შორის იყო ე.წ. მაყურებელი, გვარად ცხაკაია.

„ბატონო თენგიზ, მეორედ დამისახელეთ ვინმე ცხაკაია მაყურებელი, ეს ცხაკაია ზუგდიდში არ იძებნება საერთოდ, ჩამოვალ ერთხელ და მაჩვენეთ, ეს ცხაკაია ვინ არის, რას უყურებს, ისიც მანახეთ. თუ გინდათ, ერთად შევხვდეთ მე და თქვენ. იქნებ „რუსთავი 2“-ს უყურებს, ან რამე. მე შემახვედრეთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დაახლოებით ერთი თვის წინ, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის „ძალა ერ­თო­ბა­ში­ას“ სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვამ განაცხა­და, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გი­ორ­გი გა­ხა­რიას ზუგ­დიდ­ში ყოფ­ნა ე.წ. ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რე­ბის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მო­ბი­ლი­ზე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვამ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ზუგ­დი­დის ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისაუბრა. მისი თქმით, გა­ხა­რია მისი მო­ად­გი­ლის, ლე­ვან კა­კა­ვას მეშ­ვე­ო­ბით, უკავ­შირ­დე­ბა „მა­ყუ­რე­ბელს“, ვინ­მე ხვი­ჩა ცხა­კა­ი­ას, რომ­ლის გავ­ლე­ნი­თაც ცდი­ლო­ბენ ხალ­ხის და­ში­ნე­ბას და მოს­ყიდ­ვას.

მან ჟურ­ნა­ლის­ტებს ფოტო წარ­მო­უდ­გი­ნა, რომ­ლებ­ზეც, მისი მტკი­ცე­ბით, „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი“ და მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან აღ­ბეჭ­დი­ლი.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ამ­ბობ­და, რომ სა­მეგ­რე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და ხალ­ხის ჩა­სა­ხუ­ტებ­ლად და ეს იყო მათი გა­ცხა­დე­ბუ­ლი მიდ­გო­მა მას შემ­დეგ, რაც პირ­ვე­ლი ტური წა­ა­გეს. ისე მოხ­და, რომ გა­ხა­რია ხალ­ხს ვერ ჩა­ე­ხუ­ტა, ხალ­ხმაც რო­გორც ჩანს არ ჩა­ი­ხუ­ტა, მაგ­რამ ის ჩა­ე­ხუ­ტა ე.წ. „მა­ყუ­რებ­ლებს“, ბან­დი­ტებს. ზუგ­დიდ­ში „მა­ყუ­რე­ბე­ლი“ არის ხვი­ჩა ცხა­კა­ია, ხოლო ხობ­ში ვინ­მე მა­ნუ­ჩარ ქარ­ჩა­ვა. ეს ორი ადა­მი­ა­ნი გა­აქ­ტი­ურ­და გა­ხა­რი­ას და­ვა­ლე­ბით. მათ­თან უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტში იმ­ყო­ფე­ბა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე კა­კა­ვა, რო­მე­ლიც აქეთ გად­მო­სახ­ლდა.

მინ­და მივ­მარ­თო გა­ხა­რი­ას, რო­მელ­საც რა­ღაც ამ­ბი­ცი­ე­ბი ჰქონ­და, რომ ებ­რძო­ლა „ქურ­დულ სამ­ყა­ოს­თან“, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი წყალ­ში ჩა­ყა­რეთ, ამ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. რო­გორც ჩანს, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ხმე­ბი გაც­ვა­ლეთ „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის“ ხმებ­ში. აი ეს თორ­მე­ტი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც ამ ფო­ტო­ებ­ზე არის, ალ­ბათ მოგ­ცემთ ხმას და კი­დევ ეც­დე­ბი­ან და­ა­ტე­რო­რონ მო­სახ­ლე­ო­ბა, მაგ­რამ არც ერთი წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი თქვენ ხმას არ მოგ­ცემთ“, - გა­ნა­ცხა­და ზო­დე­ლა­ვამ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია