მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„გადმოდი ქალების მხარეს“ - 22 დეკემბერი 2018

ufleba.ge 

პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციასთან აქცია სახელწოდებით, „გადმოდი ქალების მხარეს“ გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა სალომე ზურაბიშვილის მიერ საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას დანიშვნა გააპროტესტეს და ქალ პრეზიდენტს მისი გათავისუფლება მოსთხოვეს.

აქცია კამპანია #მეც #metoo-ის ფარგლებში გაიმართა და რეზიდენციის წინ შეკრებილებმა განაცხადეს, რომ დიმიტრი გაბუნია საკუთარი განცხადებებით სექსუალური შევიწროების ნორმალიზებას ახდენდა და შანტაჟად მოიხსენიებდა ქალთა ბრძოლას უფლებებისთვის.

ამასთან, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ბაია პატარაიას თქმით, ზვიად დევდარიანის საქმეზე ადვოკატი დიმიტრი გაბუნია აცხადებდა, რომ მისი კლიენტის ქმედებები ჩვეულებრივი ქცევაა და ამის გამო დევდარიანი პასუხისგებაში არ უნდა მიცემულიყო, რაც სრულიად მიუღებელია.

ის, რაც დიმიტრი გაბუნიას პირად კომუნიკაციად და ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნია, სექსუალური შევიწროებად შეფასდა სახალხო დამცველის მიერ სამ საქმეში დევდარიანის წინააღმდეგ. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მსგავსი ღირებულებების მქონე ადამიანი არ უნდა იკავებდეს მაღალ თანამდებობას“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

ამასთან, აქციაზე შეკრებილებმა ბანერი წარწერით #metoo #მეცგადმოდი ქალების მხარესრეზიდენციის ღობეზე გააკრეს და განაცხადეს, რომ ამ ხერხით ცდილობენ, ქალ პრეზიდენტს საკუთარი ხმა მიაწვდინონ.

მათი თქმით, „ქალთა მოძრაობამწინასაარჩევნო პერიოდშიც მოიწვია სალომე ზურაბიშვილი საჯარო დებატზე, თუმცა საპრეზიდენტო კანდიდატთან კომუნიკაციის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, #metoo- ერაში სწორედ სექსუალური შევიწროების პრობლემაზე გადის წითელი ხაზი და სწორედ ამიტომ უნდა გაათავისუფლოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიმიტრი გაბუნია დანიშნული თანამდებობიდან.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია