მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში ფსიქოლოგებმა მუშაობა დაიწყეს - 23 დეკემბერი 2018

ufleba.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა ფუნქციონირება საპილოტე რეჟიმში დაიწყო. საჭიროების შემთხვევაში, იზოლატორში მოთავსებული ყველა არასრულწლოვნისა და სხვა დაკავებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ფსიქოლოგის მომსახურება.

მულტიდისციპლინური ჯგუფი იზოლატორში მოთავსებული პირების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის პირველად შეფასებას, კრიზისულ ინტერვენციას და ფსიქოლოგიურ კონსულტირებას განახორციელებს.

ამავდროულად, იზოლატორის დატოვების შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, არასრულწლოვნის შესაბამის უწყებაში გადამისამართება (რეფერირება) მოხდება.

აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არის ინიცირებული და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და ფონდთან -„გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაშითანამშრომლობით, UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE