მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესებს ამკაცრებს - 26 დეკემბერი 2018

ufleba.ge

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარზე გადასვლის წესებს ამკაცრებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საოკუპაციო რეჟიმმა დღეს გამართულ ე.წ. მთავრობის სხდომაზე მიიღო.

როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურში განაცხადეს, თუ ამ დრომდე „ცხინვალიდან საქართველოში გადასასვლელად საჭირო იყო სამხრეთ ოსეთის პასპორტი და სპეციალური ნებართვა, ამიერიდან ეს წესები გამკაცრდება და საქართველოში წინასწარ გაცემული ნებართვის გარეშე ვერავინ მოხვდება“.

ამ ინიციატივის ავტორი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურია. როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, ამ სიახლის შემოღების შემდეგ, ისინი „საქართველოსთან საზღვარზე გადაადგილებას“ უკეთ გააკონტროლებენ.

„ეს სიახლე მოგვცემს საშუალებას, კომპეტენტურმა ორგანოებმა მიიღონ ინფორმაცია იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარს გამარტივებული წესით კვეთენ“, – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ხუბაევის განცხადებაში.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE