მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ხატია დეკანოიძე - "ქართულმა ოცნებამ" შექმნა მართლმსაჯულების მახინჯი სისტემა, სადაც სასამართლო ერთი ადამიანის ნება-სურვილს ემორჩილება - 26 დეკემბერი 2018

ufleba.ge

ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უზენაეს სასამართლოში წარდგენილი კანდიდატურებიც სწორედ ამ კლანის გაძლიერებას ემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არ არის. ხატია დეკანოიძის თქმით, არ არსებობს კანონის არც ერთი რგოლი, რომელიც არის თავისუფალი და სადაც ადამიანმა შეიძლება დაიცვას საკუთარი უფლებები.

"მურუსიძე, ჩინჩალაძე გვრიტიშვილისა და სხვა უღირსი ე.წ. მოსამართლეების აღზევება და შემდეგ უკვე მათი წარდგენა საეჭვო ვითარებაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად მიუთითებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ "ქართულმა ოცნებამ" შექმნა მახინჯი სისტემა მართლმსაჯულების, სადაც სასამართლო ემორჩილება ერთი ადამიანის  ნება-სურვილს და არ არსებობს კანონის არცერთი რგოლი, რომელიც არის თავისუფალი და სადაც ადამიანმა შეიძლება დაიცვას საკუთარი უფლებები“-ამბობს ხატია დეკანოიძე.

- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი, რომელთა ბიოგრაფია საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს იწვევს, პარლამენტმა არ დაამტკიცა. კანდიდატურების განხილვა გაზაფხულამდე გადაიდო. განცხადება დღეს ირაკლი კობახიძემ გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო, საკითხის განხილვას რამდენიმე თვეში დაუბრუნდება, თუმცა კანდიდატურები ხელახალი შერჩევისთვის უკან არ დაბრუნდება, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია