მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების“ რეზოლუციას პარლამენტი თებერვალში უყრის კენჭს - 27 დეკემბერი 2018

ufleba.ge

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს განიხილავენ, რომელსაც კენჭს თებერვალში უყრიან.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რეზოლუცია „სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად“ გამოცხადებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, რეზოლუციას საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა აქვს, დოკუმენტს ხელი 400 000-მა ადამიანმა მოაწერა.

„2018 წლის 25 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე 100 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა და მათ დოკუმენტს საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადეს. ეს იყო სახალხო, საჯარო კენჭისყრა. პარლამენტის წევრები ხალხის მხარდაჭერის შედეგად ვართ და ვალდებული ვართ, მათი ნება გამოვხატოთ. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი და ამას სამართლიანობის აღდგენის დაწყება ჰქვია. საკითხზე მსჯელობა თებერვალში გაგრძელდება და კონკრეტული შედეგით დასრულდება, რაც ითვალისწინებს დამნაშავეების დასჯასა და კოაბიტაციის დასრულებას“, – განაცხადა ინაშვილმა.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია