მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შეწყალების კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაწყებულია - 03 იანვარი 2019

ufleba.ge

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების საკითხთა კომისიიდან რამდენიმე წევრის წასვლას ადასტურებს და აცხადებს, რომ კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

როგორც პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, იგეგმება კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტება.

„ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ კომისია რამდენიმე წევრმა უკვე დატოვა. პრეზიდენტი მადლობას უხდის კომისიის ყველა წევრს გაწეული სამსახურისთვის”,- აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, შეწყალების კომისია უკვე დატოვეს კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ და კიდევ რამდენიმე წევრმა.

ამასთან, როგორც კომისიის უკვე ყოფილმა წევრმა, ეკა გიგაურმა პირველ არხს  განუცხადა, მან საკუთარი გადაწყვეტილებით, შეწყალების კომისია ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დატოვა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია