მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ილია მეორე - დღევანდელი დღე და განსაკუთრებით, საღამო არის ის საღამო, როცა თქვენ იტვრთეთ ჩემი სიმძიმე - 05 იანვარი 2019

ufleba.ge

მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისათვის, – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში, მისი იუბილის აღსანიშნავ მიღებაზე შეკრებილებს.

„ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ ერთმანეთის სიმძიმეს კი არ ვიტვირთავთ, ვამძიმებთ ერთმანეთს და დღევანდელი დღე და განსაკუთრებით, საღამო არის ის საღამო, როცა თქვენ იტვირთეთ ჩემი სიმძიმე.

მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის. 41 წელია, მე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას და ვმადლობ უფალს და გმადლობთ თქვენ, ღვთის წყალობა რომ არ ყოფილიყო და თქვენი სიყვარული, ეს შეუძლებელი იქნებოდა. ჯვარი გეწეროთ, ჩვენთან არს ღმერთი“, – მიმართა პატრიარქმა მის იუბილეზე შეკრებილებს.

პატრიარქს 86 წელი შეუსრულდა.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE