მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიმღებთა ჩამონათვალი გაიზარდა - 05 იანვარი 2019

ufleba.ge

გაიზარდა იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც მედიკამენტტამიფლუსუფასოდ მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი განმარტებით, აქამდე მედიკამენტი უფასოდ მხოლოდ  ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის გაიცემოდა. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, დღეიდანტამიფლუსუფასოდ მიიღებენ ასევე ბავშვები, ასაკით პენსიონრები, დიაბეტის, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადების მქონე პირები.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაშიტამიფლუსანტივირუსული მედიკამენტების მარაგი საკმარისია. სერგეენკოს თქმით, აღნიშნული მედიკამენტის დეფიციტი ბოლო ორი დღის განმავლობაში მხოლოდ სააფთიაქო ქსელებში შეიქმნა, ჯანდაცვის სამინისტროსა და სტაციონარებში კი წამლის საკმარისი მარაგია.

მარაგები შეივსება 10 იანვარს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო თავისი მარაგებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოდ გასცემდატამიფლუსმხოლოდ ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის.

უკვე დღეიდან, ჩვენ გავაფართოვეთ ეს ჩამონათვალი და ამით ისარგებლებენ ბავშვები, ასაკით პენსიონრები და ისინი, ვისაც აქვს დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადება. მათ შეუძლიათ, მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან იღებენ მედიკამენტს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, სააფთიაქო ქსელები მიიღებენ მედიკამენტის საკმარის რაოდენობას, რათა დეფიციტი არ შეიქმნას.

ინფორმაცია, რომელ აფთიაქებში იქნებატამიფლუ“, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიდან – 1505 შეგიძლიათ მიიღოთ. ცხელ ხაზზე ოპერატორების რაოდენობა გაიზრდება, რომ ინფორმაცია დროულად მიიღონ მომხმარებლებმა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია