მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ტამიფლუ“ თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში გაიყიდება - 06 იანვარი 2019

ufleba.ge

ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, დღეიდან თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – „პე-ეს-პეში“, „ავერსში“, „ჯი-პი-სისა“ და „ფარმადეპოში“ გაიყიდება.

კონკრეტულად რომელ ფილიალებში გაიყიდება პრეპარატი, ამის გასაგებად მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს ან აფთიაქის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილის, დავით ტორუას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, თავისი მარაგებიდან პრეპარატი აფთიაქებში დაერიგებინა.

„800 კოლოფი არის გადანაწილებული. დილით რაიონებშიც მოხდება აღნიშნული პრეპარატის გადანაწილება და ის დეფიციტი, რომელიც იყო, აღმოიფხვრება. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს უფასო მედიკამენტები კონკრეტული ჯგუფებისთვის – ორსულებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის და მათთვის, ვისაც აქვს დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადებები“, – განაცხადა დავით ტორუამ.

„ტამიფლუს“ მარაგები ქვეყანაში 10 იანვრიდან შეივსება. პრეპარატ „ტამიფლუს“ მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით არის ნებადართული.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE