მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება დღეს 22:00 საათამდე იმუშავებს, ხვალიდან კი, 24 საათიან გრაფიკზე გადავა - 07 იანვარი 2019

ufleba.ge

პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 7 იანვარს 10:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს. ხვალიდან კი, მუშაობის 24 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავა.

აღნიშნული დაწესებულებებია: შპს „მედკაპიტალი-გლდანი“, მისამართი – ვეკუას ქ. N 18; შპს „მედკაპიტალი-საბურთალო“, მისამართი – გამრეკელის ქ. N19; შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“, მისამართი – წინამძღვრიშვილის ქ. N 57; შპს „მედსი“ (“ვერე-21”), მისამართი – ქიაჩელის ქ. N 18; შპს „მედკაპიტალი-სამგორი“, მისამართი –  მოსკოვის გამზირი კვ. 4, კორპ.

შესაბამისად, ხვალიდან პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე, კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ.

ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ბენეფიციარებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის, სიმპტომების გამოვლენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყონ.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE