მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"კლინიკებში მიმართვიანობამ იკლო, თუმცა გრძელდება მუშაობა საგანგებო რეჟიმში" - 08 იანვარი 2019

ufleba.ge

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა კლინიკა „ვერე-21ში“ იმყოფებოდა, რომელიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს, - ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პაციენტებმა დროულად უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს.

მისივე განმარტებით, სკოლებსა და ბაგა-ბაღებში საგანგაშო მდგომარეობა არ არის და დასვენების დღეების გახანგრძლივების აუცილებლობა არ დგას.

„ერთკვირიანი მონაცემების მიხედვით, გვაქვს მიმართვიანობის კლება. ვაგრძელებთ მუშაობას საგანგებო რეჟიმში. არანაირი პრობლემა არ არის პრეპარატ „ტამიფლუსთან“ დაკავშირებით. მარაგები არის, რეგიონებში, ყველა საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში პრეპარატი ხელმისაწვდომია, ეს არის უფასოდ ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი პირებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, დანარჩენ შემთხვევაში ქსელშიც საკმაოდ ხელმისაწვდომია“, – განაცხადა ზაზა ბოხუამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს ოჯახის ექიმთან კონსულტაცია გაიარონ.

„გადავედით 24-საათიან რეჟიმში, რაშიც იგულისხმება ოჯახის ექიმთან ვიზიტი, სატელეფონო კონსულტაციები და ექიმის ბინაზე ვიზიტი. ბოლო დღეების განმავლობაში მომართვიანობა გაზრდილია, შემოდიან ჩივილებით – მაღალი სიცხე, ყელის ტკივილი, ხველა, სახსრების ტკივილი“, განაცხადა ოჯახის ექიმმა, ოლეგ წიქარიშვილმა.

24-საათიან რეჟიმში მუშაობენ შემდეგი სამედიცინო დაწესებულებები:

შპს „მედკაპიტალი-გლდანი“, მის: ვეკუას ქ. N 18

შპს „მედკაპიტალი-საბურთალო“, მის: გამრეკელის ქ. N19

შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“, მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57

შპს „მედსი“ („ვერე-21“), მის: ქიაჩელის ქ. N 18

შპს „მედკაპიტალი-სამგორი“, მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციარებს მოუწოდებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყონ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია