მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვირუსის გამო სკოლებსა და ბაღებში შესაძლოა, სწავლა 15 იანვარს არ განახლდეს - 08 იანვარი 2019

ufleba.ge

გრიპის ვირუსით გარდაცვლილი 10 ადამიანი და ეპიდემიის საფრთხე ქვეყანაში - არსებული მძიმე ვითარების გამო გამორიცხული არ არის, სკოლებსა და ბაღებში არდადეგები გახანგრძლივდეს.

განათლების სამინისტრო რეკომენდაციებს ჯანდაცვის სამინისტროსგან ელოდება. თუ დავით სერგეენკოს უწყება სწავლის გაგრძელების რეკომენდაციას არ გასცემს, მაშინ სასწავლო პროცესი 15 იანვარს აღარ განახლდება, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 

„ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან , ვიდრე სწავლის პერიოდი დაიწყება და აღდგება სასწავლო პროცესი, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას სწავლის პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით,“-ამბობს განათლების სამინისტროს წარმომადგენელი.

ეპიდემიამდე ჯერ საქმე არ მისულა, თუმცა საფრთხე განსაკუთრებულად მაღალია. ექიმები მოუწოდებენ ყველას, უარი თქვან თვითმკურნალობაზე და პირველივე სიმპტომების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია