მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ინფექციურმა საავადმყოფომ პირველი იანვრიდან წითელათი დაავადებული 60-ზე მეტი პაციენტი მიიღო - 10 იანვარი 2019

ufleba.ge

ინფექციურმა საავადმყოფომ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე წითელას ინფექციით დაავადებული 60-ზე მეტი პაციენტი მიიღო.

როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ პირველ არხს განუცხადა, წითელათი ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობის ასაკი 20-დან 40 წლამდეა.

„ამ ეტაპზე, წითელას მომეტებული რაოდენობაა. მხოლოდ ჩვენი სტაციონარი იღებს წითელათი ინფიცირებულებს, ამისთვის ორი განყოფილება ფუნქციონირებს და შესაბამისად, გრიპით ინფიცირებულთა მიღება მეტ-ნაკლებად შეზღუდული გვაქვს. პირველი იანვრიდან დღემდე წითელათი 60 პაციენტზე მეტი მივიღეთ. პრევალირებს 20-40 წლამდე ასაკი, თუმცა არიან ბავშვებიც და მოზრდილებიც“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

პოპულარული სტატიები
საქართველო რუსული მონობისა და ევროპული თავისუფლების გზაჯვარედინზე
„არემჯის“ სოციალური პასუხისმგებლობა - მადლი ჰქენ, მარილიც მოაყარეო
ქალთა ახდენილი ოცნებები ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში
 
ვიდეოები
ეროვნული ვალუტის შემოღების ისტორია 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE